გოგონა მარგალიტის საყურით
" გოგონა მარგალიტის საყურით " გოგონა მარგალიტის საყურით - ნიდერლანდელი მხატვრის იან ვერმეერი ს ნამუშევარი. ნახატის სახელიდან გამომდინარე, ნამუშევრის მთავარ ობიექტად ( ფოკუსად ) მარგალიტის საყურე წარმოჩინდება. ნახატი ამჟამად მოთავსებულია მაურიცჰეისის გალერეის კოლექციაში, ჰააგაში , თუმცა, 2013 წელს იმის გამო, რომ მუზეუმს დამამთავრებელი სამუშაოები უტარდებოდა, სხვა ნამუშევრებთან ერთად აშშ -ის ტურში გააგზავნეს. ნახატზე მონიშნულია, როგორც „IVMeer“, მაგრამ თარიღი არ არის მითითებული. ასევე დაუზუსტებელია, შეკვეთილ იქნა ნახატი თუ არა, და თუ იქნა ვის მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, ალბათ ის არ არ...