გოგონა მარგალიტის საყურით


                         " გოგონა მარგალიტის საყურით "    
                                                               გოგონა მარგალიტის საყურით -ნიდერლანდელი მხატვრის იან ვერმეერი ნამუშევარი. ნახატის სახელიდან გამომდინარე, ნამუშევრის მთავარ ობიექტად (ფოკუსად) მარგალიტის საყურე წარმოჩინდება. ნახატი ამჟამად მოთავსებულია მაურიცჰეისის გალერეის კოლექციაში, ჰააგაში, თუმცა, 2013 წელს იმის გამო, რომ მუზეუმს დამამთავრებელი სამუშაოები უტარდებოდა, სხვა ნამუშევრებთან ერთად აშშ-ის ტურში გააგზავნეს. ნახატზე მონიშნულია, როგორც „IVMeer“, მაგრამ თარიღი არ არის მითითებული. ასევე დაუზუსტებელია, შეკვეთილ იქნა ნახატი თუ არა, და თუ იქნა ვის მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, ალბათ ის არ არის ნაგულისხმევი, როგორც უბრალო, ნებისმიერი ჩვეულებრივი პორტრეტი.მხატვარი შეეცადა ნახატზე აესახა მომენტი, როდესაც გოგონა თავს ატრიალებს მაყურებლის მიმართულებით და ახლახან შეამჩია ვინმე.                                                                  1937 წელს, ძალიან მსგავსი ნახატი, „მომღიმარი გოგონა“, რომელსაც იმ დროს ასევე ვერმეერს მიაწერდნენ, კოლექციონერ ენდრიუ მელონის მიერ გადაცემულ იქნა ქალაქ ვაშინგტონში მდებარე ხელოვნების ეროვნული გალერეისადმი. დღესდღეობით ფართოდ მიღებული აზრია, რომ „მომღიმარი გოგონა“ ყალბია. ექსპერტის ვერმეერის ნამუშევრების დარგში ართურ უილოქ-ის მიერ 1995 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ, მან განაცხადა, რომ ნახატი ეკუთვნის XX საუკუნის მხატვარსა და გამყალბებელს თეო ვან ვეინგარდენსჰან ვან მეგერენის მეგობარს.

Comments

Popular posts from this blog

ვინსენტ ვან გოგი

ფიროსმანი