ვინსენტ ვან გოგი

                                                                                                                                 ვინსენტ ვან გოგი- 1869-1876 წლებში სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაშიბრიუსელშილონდონსა და პარიზში, 1876 წელს მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878-1879 წლებში მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 — 81) და ანტვერპენის (1885 — 86სამხატვრო აკადემიებში. 1881-1885 წლებში ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით განმსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში („გლეხის ქალი“, 1885, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო; „კარტოფილის მჭამელები“, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი). ვან გოგი ავითარებდა XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟან ფრანსუა მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.



 „მზესუმზირები“  — ვინსენტ ვან გოგის ნახატების ორი ციკლი. პირველი ციკლი დაიხატა პარიზში 1887 წელს. იგი ეძღვნება მწოლიარე ყვავილებს. მეორე სერია დაიწერა ერთი წლის შემდეგ, ქალაქ არლში. მეორე სერია ეძღვნება მზესუმზირის ბუკეტებს ლარნაკში. ორი პარიზული ნახატი შეიძინა ვან გოგის მეგობარმა, პოლ გოგენმა .

                                                                                               ვარსკვლავებიანი ღამე   ჰოლანდიელი პოსტ-იმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული ზეთის საღებავებით, ტილოზე, 1889 წლის ივნისში. სურათზე გამოსახულია სოფლისა და ცის ხედი მზის ამოსვლამდე, სენ-რეიმ-დე-პროვანსის თავშესაფრის აღმოსავლეთ ფანჯრიდან.ნახატი 1941 წლიდან ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ინახება. ინ აღიარებულია დასავლური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად.



Comments

Popular posts from this blog

გოგონა მარგალიტის საყურით

ფიროსმანი